ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება

Erickson Coaching International-ის სასერტიფიკატო პროგრამა საქართველოში — შეიძინეთ ახალი პროფესია, გაზარდეთ პირადი ეფექტურობა და შეცვალეთ ცხოვრება.

ქოუჩინგის სესია
ICF Coaching Impact Award 2024 ICF აღიარება
საერთაშორისო სერტიფიკატი
0+
წლიანი გამოცდილება
0+
კურსდამთავრებული მსოფლიოში
0+
ქვეყანა
0
დაარსების წელი
უნივერსიტეტის შესახებ

პიონერი ქოუჩინგის დარგში — 1980 წლიდან

Erickson Coaching International — ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქოუჩინგის დარგის პიონერია. 45 წლის განმავლობაში მის უნიკალურ სასწავლო პროგრამაში მსოფლიოს მასშტაბით 75 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, წარმომადგენლობები კი მსოფლიოს 40 ქვეყანაშია გახსნილი.

ერიქსონის პროგრამები ეფუძნება ნეირომეცნიერული კვლევების უახლეს მიგნებებსა და ემპირიულ მონაცემებს. ისწავლება აპრობირებული ქოუჩინგური უნარები, რომლებიც ეხმარება ადამიანებს ცვლილებასა და პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაში.

ჩვენი მიდგომა

ერიქსონის პროგრამა და მისი კურსდამთავრებული ქოუჩები მილიონობით ადამიანს დახმარებიან პირადი და პროფესიული მიზნების მიღწევაში.

ნეირომეცნიერული საფუძველიეფუძნება უახლეს კვლევებსა და ემპირიულ მონაცემებს
პიროვნული ტრანსფორმაციაცვლის მონაწილეების ხედვას, მოტივაციას, თავდაჯერებულობას და ა.შ.
უნივერსალური პროგრამაერთნაირად სასარგელოა ნებისმიერი სფეროს ლიდერებისთვის, სპეციალისტებისა და ქოუჩებისთვის
ICF Coaching Impact Award 2024
ICF Distinguished Coaching Education Provider
2024 წელს ICF-მა ერიქსონი აღიარა ქოუჩინგის განსაკუთრებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციად.
ჩვენი სლოგანი

ჩვენ ვცვლით სამყაროს თითოეული საუბრით

Marilyn Atkinson, PhD
პროგრამის ავტორი

მერლინ ატკინსონი, PhD

ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სპიკერი, ქოუჩი, NLP მასტერი, ტრენერი და მწერალი. მერლინ ატკინსონს ცოცხალ ლეგენდას უწოდებენ.

ის არის გადაწყვეტილებასა და შედეგებზე ფოკუსირებული ქოუჩინგ მოდელის შემქმნელი, მილტონ ერიქსონის მოსწავლე და მიმდევარი, გეშტალტ ფსიქოლოგიის ავტორის ფრიც პერლზის მოსწავლე და არაერთი წიგნის ავტორი.

პროგრამის შესახებ

უნივერსალური პროგრამა — ახალი პროფესია და პიროვნული ტრანსფორმაცია

„ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება" მსოფლიოში გამორჩეულად პოპულარული პროგრამაა, რომელიც ერთნაირად სასარგებლოა ორგანიზაციის ლიდერებისთვის, სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებისთვის და მათთვის, ვინც გეგმავს გახდეს პროფესიონალი ქოუჩი.

ICF ICF-ის მიერ აკრედიტებული საერთაშორისო პროგრამა

ახალი პროფესია

საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლითაც შეძლებთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იმუშაოთ პროფესიონალ ქოუჩად.

პიროვნული ტრანსფორმაცია

ცხოვრებისეული ცვლილებები — ახალი ხედვები, მეტი მოტივაცია, ენერგია და თავდაჯერებულობა პოტენციალის სრულად გამოსავლენად.

პირადი ეფექტურობის ზრდა

ქოუჩინგური უნარები საკუთარ პროფესიაში — ახლებური მიდგომა სამსახურში და ქოუჩინგური სტილის დანერგვა ლიდერობაში.

კურსდამთავრებულები

რას ამბობენ ჩვენი კურსდამთავრებულები

შალვა ახრახაძე
Erickson Coaching-ის სკოლა კი არ ასწავლის, არამედ — ცვლის. ცვლის, არა ხმამაღალი დაპირებებით, არამედ სხვადასხვა მხრიდან და სულ სხვადასხვა სიღრმით დანახვის გზით. ლიდერებისთვის, რომლებიც შედეგებზე არიან ორიენტირებული, ეს კურსი აქამდე უხილავის დანახვის შესაძლებლობაა.
შალვა ახრახაძე
საკონსულტაციო კომპანია „ფინანსური ლაბორატორიის“ მმართველი პარტნიორი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი
ლელა სალაყაია
ამ კურსს მენეჯერებისთვის და ლიდერებისთვის სავალდებულოს გავხდიდი, რადგან ვფიქრობ ეს კურსი, ერთი მხრივ, დაეხმარება მათ საკუთარი და გუნდის რესურსების სწორად შეფასებაში და ამასთანავე, ბევრად ეფექტურს გახდის გუნდის, როგორც ერთი მთლიანის, მოქმედებას.
ლელა სალაყაია
PhD, ორგანიზაციული ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
მარიკა კლდიაშვილი
ეს კურსი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა გავაანალიზოთ რა გვინდა, ვიპოვოთ შინაგანი ენერგია და საკუთარი თავის ცვლილებით, საკუთარი მაგალითით და ქოუჩინგის ქმედებაში დანერგვით უკეთესობისკენ შევცვალოთ სამყარო.
მარიკა კლდიაშვილი
Ph.D, PMP, SFLBA, ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, BeWise დამფუძნებელი, საერთაშორისო ექსპერტი — სტარტაპების მენტორი და ქოუჩი
ალექსანდრე ჯეჯელავა
აქ მიღებულ ცოდნას და ერიქსონის ინსტრუმენტებს ძალიან ინტენსიურად ვიყენებ ჩემ ყველა საქმიანობაში — მეგობრების დასახმარებლად, ლიდერის, მენტორის, ქოუჩის, ტრენერის და სპიკერის როლში. ეს პროგრამა ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი პროფესიონალისთვის, ვისი ამოცანაც პროფესიული და პიროვნული ზრდაა. ვისაც უწევს და აინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობა
ალექსანდრე ჯეჯელავა
MBA, მათემატიკური და კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი, მართვის აკადემიის Flowmaster, ICT, HR პროფესიონალთა ასოციაციის დამფუძნებელი
ნინო მიქავა
ერიქსონის პროგრამას შევადარებდი ჯადოსნურ მოგზაურობას, რომელიც არ გინდა რომ დასრულდეს. თითოეული შეხვედრა ჩემთვის იყო ზეიმი — დატვირთულ ყოველდღიურობაში შემოიტანა ხალისი, სიმსუბუქე და იმედი.
ნინო მიქავა
Ph.D, MBA, ჯანდაცვის საკონსულტაციო კომპანია HEMACO-ს დამფუძნებელი, BTU მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი, ქალთა კლუბის HBW დამფუძნებელი
პაატა პაპავა
ქოუჩინგი მოღვაწეობის სრულიად დამოუკიდებელი, საკუთარი კონცეპტუალური მიდგომებითა და ინსტრუმენტებით აღჭურვილი სფეროა. ამის გაცნობიერებასა და პრაქტიკულად გამოცდაში დამეხმარა „ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“.
პაატა პაპავა
„თიმბოუთის“ მმართველი პარტნიორი, წამყვანი ფასილიტატორი, TOT ტრენერი, ტრენერთა აკადემიის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი; USAID წიგნიერების მიმართულების უფროსი კონსულტანტი
ირინა ბრეგვაძე
ამ პროგრამის შედეგად გრძნობ, თითქოს ხელში გაქვს გასაღები, რომელიც ადამიანების ცხოვრების დადებითად შეცვლის შესაძლებლობას გაძლევს — და უბრალოდ არ შეიძლება, არ გააზიარო.
ირინა ბრეგვაძე
MA ნეიროფსიქოლოგიაში, PhDc ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, კონსულტანტი, მოწვეული ლექტორი, GPI Holding-ის თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების მენეჯერი
ირაკლი დალაქიშვილი
ერიქსონის ეს კურსი არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, დაეხმარო გარშემო მყოფ ადამიანებს — და უბრალოდ გათავისუფლდე!
ირაკლი დალაქიშვილი
ექიმი რადიოლოგი, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ეგისი“
პროგრამები და ფასები

სხვადასხვა კურსები და ეტაპები

ფასი ძალაშია 10 აგვისტომდე რეგისტრაციისას · ერთიანად გადახდისას — დამატებითი ფასდაკლება
ჯამში 4455 ₾
გადახდა 3 თვის განმავლობაში
წინაპირობა: არ მოითხოვება — საწყისი დონე
  • შედეგი: დამადასტურებელი დოკუმენტი 64-საათიანი საერთაშორისოდ აკრედიტებული ქოუჩინგის სწავლების გავლის შესახებ
  • გამოყენება: ცხოვრებისეული ცვლილებები, პროფესიული ზრდა, სესიები სამსახურში, ქოუჩინგური სტილი ლიდერობაში
  • გაგრძელება: პროფესიული კურსი ან 1 დონის მენტორინგი
რეგისტრაცია
ჯამში 4455 ₾
გადახდა 3 თვის განმავლობაში
წინაპირობა: საბაზისო კურსის დასრულება
  • შედეგი: ერიქსონის პროფესიონალი ქოუჩის საერთაშორისო სერტიფიკატი EPC — 128 საათი აკრედიტებული სწავლება
  • გამოყენება: პროფესიონალური ქოუჩინგ სესიები სამსახურში და კერძო პრაქტიკაში
  • გაგრძელება: 2 დონის მენტორინგი
რეგისტრაცია
ჯამში 4455 ₾
გადახდა 3 თვის განმავლობაში
წინაპირობა: საბაზისო ან პროფესიული კურსის დასრულება
  • შედეგი: ერიქსონის EAC ან ECPC სერტიფიკატი — სერტიფიცირებული 1 ან 2 დონის საერთაშორისო პროფესიონალი ქოუჩი
  • გამოყენება: ქოუჩინგ სესიები სიღრმისეულ დონეზე, ძირითადი კომპეტენციების გამოყენებით
  • გაგრძელება: ICF-ში ACC ან PCC ხარისხზე მოთხოვნის წარდგენა
რეგისტრაცია
პროგრამის სტრუქტურა

სტრუქტურა და განრიგი

სწავლა მიმდინარეობს ჰიბრიდულ ფორმატში — სასტუმრო ROOMS Tbilisi-ში და ონლაინ.

ინტენსიური სწავლების 8 სრული დღე · 10:00–18:00

  • 10–11 ოქტომბერი
  • 17–18 ოქტომბერი
  • 7–8 ნოემბერი ონლაინ
  • 14–15 ნოემბერი

დამატებით

  • 2 ვორქშოპი
  • 3 შეხვედრა პრაქტიკული მუშაობისთვის, მენტორის მეთვალყურეობით
  • შემაჯამებელი ტესტი

ICF Level 1 აკრედიტებული პროგრამა

LEVEL 1 COACH

  • 3 საათი ინდივიდუალური მენტორინგი
  • 7 საათი ჯგუფური მენტორინგი
  • ზეპირი გამოცდა
ICF Level 2 აკრედიტებული პროგრამა

LEVEL 2 COACH

  • 6 საათი ინდივიდუალური მენტორინგი
  • 4 საათი ჯგუფური მენტორინგი
  • ზეპირი გამოცდა
გუნდი

პროგრამის წამყვანები და მენტორები

ისწავლეთ ერიქსონის წამყვანი საერთაშორისო ტრენერებისა და სერტიფიცირებული მენტორებისგან.

Tamuna Chichua
PCC · EQCP

თამუნა ჩიჩუა

Erickson Coaching International-ის საერთაშორისო ტრენერი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი, ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი EQCP. ემოციური ინტელექტის სკოლის დამფუძნებელი, პირველი ქართული წიგნის ავტორი ემოციური ინტელექტის თემაზე.

Svetlana Romashina
MCC

სვეტლანა რომაშინა

Erickson Coaching International-ის საერთაშორისო ტრენერი და ოფიციალური წარმომადგენელი ლატვიაში

სერტიფიცირებული მასტერ ქოუჩი და ქოუჩების მენტორი. რიგის ქოუჩინგის სკოლის დამფუძნებელი, გაცნობიერების პრაქტიკების და რეთრითების ავტორი.

Paulius Rate
PCC · MBA

პაულიუს რატე

Erickson Coaching International-ის საერთაშორისო ტრენერი და ოფიციალური წარმომადგენელი ლიტვაში

სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი და ქოუჩების მენტორი. გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო აკრედიტებული სპეციალისტი და ტრენერი.

Pedja Jovanovic
MCC · MBA

პეჯა ჯოვანოვიჩი

Erickson Coaching International-ის საერთაშორისო ტრენერი და ოფიციალური წარმომადგენელი სერბეთში

სერტიფიცირებული მასტერ ქოუჩი და ქოუჩების მენტორი, ანტრეპრენერი, კონსულტანტი. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Atria Group International-ის პარტნიორი.

რეგისტრაცია

დაიწყეთ თქვენი ქოუჩინგის გზა დღესვე

შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდებათ დეტალების შესათანხმებლად.

  • სწავლა იწყება 10 ოქტომბერს
  • ისარგებლეთ ადრეული ფასით 10 აგვისტომდე
  • გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში

მადლობა!

თქვენი განაცხადი მიღებულია — ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდებათ.